” ჩვენ ვდგავართ ჩაგრულთა გვერდით ყველგან” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მსოფლიოში ყველგან, მათ შორის კავკასიაში ჩაგრულთა მხარეს დგას.

თურქეთის ლიდერის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ დღე და ღამ მივისწრაფით იმისკენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს გლობალურ დღის წესრიგში. ჩვენ ვდგავართ ჩაგრულთა გვერდით ყველგან, სირიიდან ლიბიამდე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიამდე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი თემები