“ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა სომხეთი ჩვენს ტერიტორიებს დატოვებს” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიებს დატოვებს.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩემი მოთხოვნები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“. ჩემი სიტყვები, შეიძლება ითქვას, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტი. მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და ომი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება, კონფლიქტი დასრუდლება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები