“მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს” -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს და ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადეს.

„დატრიალებული ტრაგედიის გამო, სტიქიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის განცხადებაში.

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი ოთხი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. 

მსგავსი თემები