“ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში” – ამირან გამყრელიძე

  •  

ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან სჭარბობს სიმპტომიანი პაციენტები და ასევე კონტაქტში მყოფი პაციენტები.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციას. თუ მას აქვს საშუალება თვითიზოლაციას, თუ არ აქვს საშუალება, კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში ყოველგვარი კვლევის გარეშე. თუ მას სიმპტომები უჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. რაც შეიძლება სწრაფად ეს უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად უნდა იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში სჭარბობს ძირითადად სიმტომიანი პაციენტები და კონტატქში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები