“ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაკავოთ” – თამარ გაბუნია

“სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაკავოთ. აჭარაში უკვე 1 კვირაზე მეტია, რაც დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები ამოქმედდა და უნდა დაველოდოთ სულ მცირე კიდევ 1 კვირა, რომ შედეგი დავინახოთ”, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მოწოდება #დარჩისახლში და მის დაცვა, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოწოდება #დარჩისახლში, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც ინფექცია მეტად არის გავრცელებული მნიშვნელოვანია. ჩვენ სამინისტროში ვცდილობთ, რომ მუშაობის დისტანციური მეთოდები გამოვიყენოთ და ასევე რჩევას ვაძლევთ სხვა ბიზნესებსაც, რადგან ვიცით, რომ ვირუსის გავრცელება პირდაპირ კავშირშია მობილობასთან და იმასთან თუ რამდენად აქტიურია სოციალური ცხოვრება. სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაკავოთ. აჭარაში უკვე 1 კვირაზე მეტია, რაც დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები ამოქმედდა და უნდა დაველოდოთ სულ მცირე კიდევ 1 კვირა, რომ შედეგი დავინახოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები