ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუა გალის ციხიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს

ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუა გალის ციხიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ შეტყობინება ბრალდებულის ოჯახმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო.

დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გუშინ დააკავეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

მსგავსი თემები