მაშველებმა მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში მაშველებმა, სადაც გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა, ორი ცხედარი იპოვეს. ცხედრები ცოტა ხნის წინ ნაპოვნი მანქანიდან ამოიყვანეს. 

წინასწარი ინფორმაციით, ეს ის ორი მამაკაცია, რომლებიც სოფელში მანქანით გადაადგილდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭში უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის სამი წევრი, იმყოფებოდა.

ასევე, მიწის მასამ გზაზე მდგომი მანქანა მოიყოლა, სადაც სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.

მსგავსი თემები