“ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა” – თამარ გაბუნია

“სტანდარტიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ის რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგან, იმითვის, რომ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა და თანაბარი ხარისხი კარგი, კლინიკური გამოსავლების მისაღებად”, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა.

„ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა. რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების კლინიკაა, აქედან გამომდინარე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება და სწორედ სტანდარტიზაცია არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ის რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგან, იმითვის, რომ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა და თანაბარი ხარისხი კარგი, კლინიკური გამოსავლების მისაღებად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები