ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების მოსაძებნად 50 კაციანი ჯგუფი ჩავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობში აწარმოებდნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთული რელიეფისა და უამინდობის მიუხედავად, აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. გვიან ღამე აჭარაში ჩავიდა დამატებითი ჯგუფები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან. ჯამში, 60 მეხანძრე-მაშველი ჩავიდა სპეციალური აღჭურვილობითა და შესაბამისი ტექნიკით. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან მიემგზავრება 50-კაციანი ჯგუფი. აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა…

მეტი...

თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

თბილისის ცენტრში ყაჩაღობა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები ტაქსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზიანებები მიაყენეს ბლაგვი საგნით, შებოჭეს და ცივი იარაღის მუქარით პირადი ნივთები გასტაცეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, დაკავებულია წარსულში ნასამართლები ორი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი…

მეტი...

ამერიკის პრეზიდენტის ოჯახი კოვიდინფიცირებულია

დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, აშშ-ს პირველ ლედის „კორონავირუსი დაუდასტურდათ“. როგორც აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, პასუხი დადებითია და კარანტინში გადადიან. „იწყება კარანტინისა და გამოჯანმრთელების პროცესი,“- წერს ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე. სავარაუდოდ, ტრამპის ოჯახს „კორონავირუსი“ პრეზიდენტის მრჩევლისგან გადაედო. დონალდ ტრამპის ოჯახი კარანტინში იმყოფება.

მეტი...