ჩხოროწყუში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა

ჩხოროწყუში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა. კოვიდინფექციის გავრცელების გამო, შესაძლოა, საავამდყოფო დაიხუროს.

ამ დროისთვის კი დაწესებულებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ექიმების გარდა, ჩხოროწყუში ინფექცია დაუდასტურდა კიდევ ორ პირს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და სავარაუდოდ, ინფიცირებულთან კონტაქტი საირმეში ჰქონდათ.

მათ გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში მოსწავლეს რეპეტირორის კლასტერიდან, ოთხი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ორი კი ცხელების ცენტრის პაციენტი.

მათი წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ასევე ხობში ინფიცირებილია უკვე დადასტურებული შემთხვევის ოთხი კონტაქტი, სენაკში კი, ინფიცირებულის 6 კონტაქტი.

ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. საბერიოს კლასტერის ოთხ წევრს. ყველა ამ შემთხვებაზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

რაც შეეხება სამეგრელოს, სამედიცინო დაწესებულებებში, აქ 94 ინფიცირებული მკურნალობს.

მსგავსი თემები