გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა

კორონავირუსისგან გარდაცვლილი ორი პაციენტი მკურნალობის კურსს ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ. 

78 წლის ქალს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა. პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.

“ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”- განაცხადა “კლინიკა ბომონდის” კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.

მსგავსი თემები