ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭში უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის სამი წევრი, იმყოფებოდა.

მსგავსი თემები