“მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებლად დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ” – ეკატერინე ტიკარაძე

მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანი შეზღუდვების დაწესება არ არის.

„მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ. სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფშია და დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები