იმ პიროვნების სახლსა და ოფისში, ვინც მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა ჩხრეკა მიმდინარეობს

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება.

როგორც, დავით ფურცხვანიძემ საუბარში განაცხადა, ფოტომასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. მისივე განმარტებით, ის ანალიტიკურ სააგენტოს ფლობს და „დიდ საქმეს“ იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

ცნობისთვის, პრიკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

მსგავსი თემები