გურიაში, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გურიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

„დღეს დილით ვთქვით, რომ ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გქონდა. მოგვიანებით დაემატა კიდევ ოთხი. მათი რაოდენობა ოზურგეთში დღეს 8 ერთეულით გაიზარდა. ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია.

ყველა მათგანი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და ისინი მსუბუქი სირთულის პაციენტებად ითვლებიან“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

მსგავსი თემები