” როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ და გვქონდეს კონკრეტული გეგმა” – გიორგი გახარია

“უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, სადაც ელემენტარული, სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის, გზის პრობლემები იყო.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გასაკეთებელია, კიდევ ბევრი, რასაც წყნარად და მშვიდად აკეთებენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე ხედავს და შეაფასებს. მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელშიც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, არც ერთი წუთითა და არც ერთი წამით, სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაო ქვეყანაში არ შეჩერებულა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, სადაც ელემენტარული, სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის, გზის პრობლემები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ეგონა, თურმე, შეიძლება, ქალაქს, რომლის ისტორიაც ითვლება ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან, ფუნქცია ვინმემ შესძინოს ან წაართვას, ქუთაისის შემთხვევაში, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. აქ, ამ ქალაქში ისტორიის დრო გაჩერებულია, რადგან აქ მარადისობა სუფევს. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ და გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომელზე სასაუბროდაც ჩვენ მზად ვართ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები