“საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა” – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. დროულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა.” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები – 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია.

„დღევანდელი შეხვედრა – გენერალური მდივნის დროული ინიციატივაა, რათა გავაზიაროთ და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ჩართულობა. საქართველომ COVID-19 -ს პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა. დროულმა ზომებმა დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. ჩვენ მიერ მიღებული ზომებისა და საზოგადოების პასუხის ერთმანეთთან ადაპტაციას პანდემიის პროცესში ვსწავლობდით. ეს თავდაპირველი წარმატება შესაძლებელი გახდა მთელი ქვეყნის – მოქალაქეების, ხელისუფლების, პარლამენტის, ჯანდაცვის სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ყველა საერთაშორისო პარტნიორის ერთად დგომით. ,,არავინ დატოვო მიღმა“ იყო და არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები