სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, მტკვრისა და არგვის შესართავი – ეს საქართველოა (ვიდეო)

ეს საქართველოა, მცხეთა-მთიანეთის მხარე. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთა მდინარე მტკვრისა და არაგვის შესაყართან მდებარეობს, რომელიც ულამაზესი სანახავია ჯვრის მონასტრიდან.

ჯვრის მონასტრიდან ხელის გულზე იშლება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი. ჯვრის მონასტერი კი VI საუკუნის ტაძარი და მონასტერია, რომელიც ყოველდღიურად ტურისტებს ვერ იტევს.

მსგავსი თემები