“ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს, ისევ მხარში ამოვუდგე” – დავით სერგეენკო

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო თვლის, რომ დღეს მნივნელოვანია გუნდთან დგომა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიას წარმატებულ პოლიტიკურ ძალად თვლის.

“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გუნდურობის პრინციპით არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. აქ, ექიმის ლოგიკაა უბრალოდ, რომ მე, არასოდეს საქართველოს ბოლო ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო.

ამიტომ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს, ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება და კონცენტრირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებებზე,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები