“ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, სად არის შავი და სად თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია” – კახა კალაძე

კალაძემ სიტყვით გამოსვლისას 2012 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2012 წელს, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება. “მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული…

მეტი...

„ერთად ჩვენ შეგვიძლია კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა“ – არჩილ თალაკვაძე

„ერთად ჩვენ შეგვიძლია,  კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა,  შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის  – უფრო ღირსეული პირობები უზრუნველვყოთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „ერთად ჩვენ შეგვიძლია, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

მეტი...

“დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება” – გიორგი გახარია

„ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია კოჯორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დღეს იწყებს საარჩევნო კამპანიასa და წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატებს. „დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა…

მეტი...

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდა

თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: საბურთალოს საარჩევნო ოლქი –  დავით სერგეენკო ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი რაც შეეხება რეგიონებს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია: მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი –…

მეტი...

“ვხედავდით, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ხელიდან” – ბიძინა ივანიშვვილი სააკაშვილის ხელისუფლებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას არ ეყო ძალა ქვეყანა კრიზისიდან გამოეყვანა და ისინი ქვეყნიდანაც კი გაიქცნენ. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმაც მათი მხრიდან ხავსის ჩაჭიდებას ჰგავდა. “ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ კრიზისი თავიდან აერიდებინა და ვხედავდით, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ხელიდან. სულ ახლახან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი ეყრებოდა, მათ უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, ვინც…

მეტი...

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა. „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება. თბილისის მასშტაბით, მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: საბურთალოს საარჩევნო ოლქი –  დავით სერგეენკო ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი.

მეტი...

„საქართველო მზად არის ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები“ – არჩილ თალაკვაძე

“რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა”,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა” – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდს, ეპიდემიოლოგებს, ექიმებსა და საზოგადოებას კანდიდატების წარდგენამდე მადლობა გადაუხადა. „მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიება. კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი“, –…

მეტი...

„ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ მაღალ საარჩევნო კულტურას“ – მაჟორიტარების წარდგენა დაიწყო

ამ წუთებში, კოჯორში, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატები უნდა წარადგინოს, სიტყვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის.    წარდგენა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. შემდეგ კი სიტყვით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც  გამოსვლა ექიმებზე გამოცხადებული მადლობით დაიწყო და ასევე, მადლობა გამოუცხადა საკუთარ გუნდს. მას გამოსვლა ტაშით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.      კანდიდატების წარდგენა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. მას თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, ლევა რატიანი და სხვა ცნობილი ექიმები, სპორტსმენები და პედაგოგები ესწრებიან.   „ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენებთ მაღალ საარჩევნო კულტურას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. “ქართული ოცნება კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს”…

მეტი...

მდინარე ალაზანში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

მდინარე ალაზანში 20 წლამდე ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდა გუშინ მეგობართან ერთად, მდინარეზე საბანაოდ იყო წასული, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურია ჩართული. მაშველებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა მეორის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფია ჩართული.

მეტი...

„აზერბაიჯანის დასაბომბად სომხეთში იარაღები საქართველოს გავლით შეიტანეს“ – აზერბაიჯანული მედია 

აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, საქართველოს გავლით სომხეთში იარაღი შეიტანეს. სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, სომხეთი აზერბაიჯანის დასაბობმბად წინასწარ ემზადებოდა.   აღნიშნულ ინფრომაციას აზრებაიჯანული საინფრომაციო სააგენტი „ჰაქინ აზ“-ი აავრცელებს. მისი მტკიცებით, საქართველოს გავლით, სერბეთიდან სომხეთში სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს. იმავე დღეებში, რუსხეთიდან სომხეთში, ასევე  საქართველოს გავლითა  შევიდა „კამ-აზ“ ის მარჯი მანქანები, რომელითაც „გრადის“ დანადგარებითა და ნაღმტყორცნებით იყო დატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხური მხარე დაბომბვისთვის წინასწარ ემზარებოდა.  

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 900-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

მეტი...

როგორია მაჟორიტარების წარდგენის სამზადისი კოჯორში

ერთ საათში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა გახდება საჯარო. ამ წუთებში, კოჯორში პარტიის წევრები, დეპუტატები იკრიბებიან. მაჟორიტართა სიის პრეზენტაცია ღია სივრცეში გაიმართება, რომელსაც მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით დაესწრება.  წინასწარ ცნობილია რამდენიმე გვარი, რომლებიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ. ესენია: გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი აბუსერიძე, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, ანზორ ბოლქვაძე, გივი ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე, დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო.        კოჯორში, პოლიტიკოსების გარდა, “კოვიდ 19″_ის “გმირი” ექიმებიც იმყოფებიან. მათ შორის, პაატა იმნაძე და ლევან რატიანი.

მეტი...

ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში, ჩხუბს დაჭრა მოჰყვა, დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორისაა ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა. დაპირისპირების მოტივი, სავარაუდოდ, მხარეებს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით ზურაბ ზვიადაურსა დაჭრაში სავარაუდო ბრალდებულს შორის დაპირისპირება  ერთ – ერთ ოჯახში სუფრასთან დაიწყო. ზვიადაურს ჭრილობა მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გვიან ღამემდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს. მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

„ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს წარადგენს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება კოჯორში გაიმართება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, წარდგენის პროცესს მმართველის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ხელმძღვანელი პირები სრული შემადგენლობით დაესწრებიან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიაში წარმოდგენილნი იქნებიან როგორც გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეებიც. „დღეს გაიმართება საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიება, სადაც წარვადგენთ მაჟორიტარობის 30 კანდიდატს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქნებიან საინტერესო სახეები, რომლებიც გააძლიერებენ საქართველოს პარლამენტს, იქნებიან მნიშვნელოვანი შენაძენი, როგორც პარლამენტისთვის, ასევე ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობისთვის. აქ იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრებიც და იქნებიან ახალი სახეებიც. ობიექტური კრიტერიუმები იქნა გამოყენებული კანდიდატების შერჩევის…

მეტი...

„მიმდინარე წელს, საქართველოდან, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლადგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა. სოფელ ნოსირში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ“  10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,   კომპანიამ ბაღის  გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, ბაღის გაშენებისთვის,  500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.   „დღეისათვის, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა  გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.…

მეტი...

სავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ. აღნიშნული ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა. საკანონმდებლო ცვლილებას პირველი მოსმენით დღეს განათლებისა და თავდაცვის კომიტეტებზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე წარადგენს. მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა. უწყებაში იმედი აქვთ, რომ კანონპროექტი უმრავლესობის მხარდაჭერასაც მოიპოვებს და მეცხრე მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაამტკიცებს. თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტია, ცვლილება კი პროფესიულ სასწავლებლებს მეტ…

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ტყვეობაში რჩებიან

საოკუპაციო რეჟიმი პოზიციას არ ცვლის, გუშინ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 ივლისს გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო ტყვეობის ვადა გაუხანგრძლივა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილი რეგიონში ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. რაც შეეხება დაჭრილ ზაზა გახელაძეს, მას ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ის ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. გატაცებულების შესახებ ინფორმაცია ოჯახს წითელმა ჯვარმა მიაწოდა.

მეტი...

ქუთაისში, ქალის მკვლელობის ფაქტზე ქალი დააკავეს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა“,…

მეტი...