„ქართული ოცნების“ წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული მომავლის უზრუნველყოფის ძალის“ – ირაკლი ჩიქოვანი

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდელების მხარდაჭერის სჯერა და დარწმუნებულია, გამარჯვებასაც მოიპოვებს.

„ჩემთვის უაღრესად დიდი პატივი, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემი ქალაქის წინაშე წარვსდგე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის რანგში. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ სამართლიანი, თანმიმდევრული და კონკრეტული საარჩევნო კამპანიის შედეგად წარმატებით დავასრულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში მოვიპოვებთ გამარჯვებას, რადგან მჯერა ზუგდიდელების მხარდაჭერის. „ქართული ოცნების“ წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული მომავლის უზრუნველყოფის ძალის“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, რეგიონს ძალიან კარგად იცნობს. მისივე განმარტებით, ზუგდიდში მთავარი გამოწვევა ეკონომიკური განვითარებაა.

„ეს არის ჩემი რეგიონი და ქალაქი. მიუხედავად იმისა, რამდენი კანდიდატი იქნება, ამ ბრძოლას წარმატებით დავასრულებთ. ზუგდიდში მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით გვტკივა ოკუპაცია. ზუგდიდი იქნება არა მხოლოდ რეგიონული ცენტრი, არამედ დასავლეთ საქართველოს ცენტრი, რისი საშუალებაც აქვს. ჩემს ოპონენტებს შევთავაზებ ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას. შეთავაზება იქნება, რომ სამართლიანი შეჯებრითობა იყოს და დაე, ძლიერმა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები