თეთრიწყაროში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა

თეთრიწყაროში ორი დღეა, 23 წლის ქალს ეძებენ.

როგორც ადგილზე აცხადებენ, ახალგაზრდა სახლიდან საკუთარი ავტომობილით ორი დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი თემები