მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატებს წარსულში წარმატებულ პოლიტიკოსებად თვლის. მმართველი პარტიის ერთ – ერთი ლიდერი მათ წარმატებაში დარწმუნებულია.
„ვცდილობთ, მათი პარლამენტში შემოსვლით უზრუნველვყოთ არა კონკრეტული ადამიანების კარგი კარიერა, არამედ რეალურად უზრუნველვყოთ ქვეყნის წარმატება. ასეთი კომპეტენციის, გამოცდილებისა და წარსულის ადამიანები ბუნებრივია, ბევრს შემატებენ საქართველოს პარლამენტს. ამ ყველაფრით გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი, პარლამენტის როლი, ეს ნიშნავს მეტ კონტროლს, მეტ ზედამხედველობას მთავრობაზე და მთავრობის კიდევ უფრო კარგ მენეჯმენტს. გათვითცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა მომავალზე. პოლიტიკაში მძიმეწონოსენები მოდიან საპარლამენტო ოჯახის წევრები ხდებიან, ეს ნიშნავს, რომ გუნდი აქცენტს აკეთებს კომპეტენციაზე, გამოცდილებაზე და მათ პიროვნულ დადებით თვისებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტიამ „ქართული ოცნება“ დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დაიწყო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.