„პანდემიის პირობებში, საქართველომ მსოფლიოს აჩვენა თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება ადამიანების სიხოხლეზე“ – მამუკა მდინარაძე

„როდესაც მსოფლიოს პანდემია თავს დაატყდა, საქართველომ აჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ხელისუფლება და როგორ დაალაგოს სწორი მენეჯმენტი. თუ წლების განმავლობაში სისტემები არ შექმენი და სწორად არ დაალაგე, შეუძლებელია მართო შექმნილი სიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველომ და რომლის მართვაც მსოფლიოს ბევრ, გაცილებით წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნას გაუჭირდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

 მისივე თქმით, აღნიშნულ ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია შეძლო მსოფლიოში მისაბაძი ქვეყანა გახდე  და ქვეყანა  მწვანე ზონად გამოაცხადონ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ისაუბრა გატარებულ რეფორმებზე და იმ წარმატებებზე, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში მიაღწია.

„ჩვენ არ ვართ ახალი პარტია და ამ პარტიას   ორი ოთხწლიანი ციკლის გამოცდილება აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი შევძელით. ჩვენ შევძელით, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების გზას დადგომოდა. ჩვენ შევძელით, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებები ყოფილიყო უმაღლეს ხარისხში აყვანილი.  ჩვენ შევძელით წინა ხელისუფლებაზე რამდენჯერმე მეტი გაგვეკეთებინა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ შევძელით, რომ ჯანდაცვის სფეროში კითხვის ნიშნები არავის გაჩენოდა და  ადამიანს გულწრფელად  ეფიქრა თავისთვის, რომ ადამიანებზე ზრუნავენ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები. საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა C ჰეპატიტის  ელიმინაციის პროგრამა და მსოფლიოში ამ მიმართულებითაც მისაბაძები ვართ“, – განაცხადა  მამუკა მდინარაძემ.​

მსგავსი თემები