„ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც განწყობა ქვეყანაში არის პოზიტიური“ – გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის პოზიციას დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკი იკავებს.

მისი თქმით დიდუბე-ჩუღურეთი მისთვის კარგად ნაცნობი რაიონია და ფიქრობს, რომ გაიმარჯვებენ, იმდენად რამდენადაც განწყობა ქვეყანაში არის პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია: „დიდუბე-ჩუღურეთი სოციალურად საკმაოდ რთული რაიონია, ჩუღურეთის კარგად ვიცნობ, დიდუბეში გავიზარდე და ჩუღურეთში გადავედი. ვფიქრობ, რომ საზოგადიებისთვისაც არ ვარ უცნობი არა მხოლოდ ბიოგრაფიით, საქმითაც. ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ იმდენად, რამდენადაც, განწყობა არა მხოლოდ ჩემს რაიონში, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში არის პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებია. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად საზოგადოება სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, როგორც სტაბილურობისა და განვითარების რეალურ რესურს. ჩვენს რაიონებს მივესალმები და მათ მხარდაჭერას ველოდები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკისვე განცხადებით ამომრჩეველს პირდება იმას, რომ განვითარებას საფუძვლად ექნება სტაბილურობა, რასაც რვა წელში საგანგებო ყურადღება ექცეოდა: „ამომრჩეველს ვპირდებით იმას, რომ განვითარებას საფუძვლად ექნება სტაბილურობა, რასაც რვა წელში საგანგებო ყურადღება ექცეოდა. ვპირდებით იმას, რომ ჩვენი საქმიანობა აქტიური იქნება, რომ თავი ორ უბედურებას დავაღწიოთ – ოკუპაციასა და ვირუსს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატთა სია წარადგინა.

მსგავსი თემები