რამზან კადიროვს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, საქნცია შეეხო მის მეუღლეს და ქალიშვილებსაც.

გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

„სახელმწიფო დეპარტამენტი სანდო ინფორმაციას ფლობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, რომელიც მოიცავს წამებას და მკვლელობებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადბაში..

სახელმწიფო დეპარტამენტი იმ ქვეყნებს, რომლებსაც ანალოგიური პოზიცია აქვთ, მიმართავს, შესაბამისად იმოქმედონ.

მსგავსი თემები