„ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტიანი და მზრუნველი“ – ირაკლი კობახიძე

„ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტიანი და მზრუნველი.ეს არის საზოგადოების მოლოდინი და სწორედ ასეთად წარმოჩნდა ხელისუფლება ამ მძიმე ვითარებაში, რასაც ჰქვია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თვეების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხელისუფლება ყოფილიყო ეფექტიანი ამ ბრძოლაში და ეზრუნა თითოეულ მოქალაქეზე. „თუმცა ეს არი იყო მხოლოდ ამ პანდემიისთვის დამახასიათებელი მოვლენავფიქრობთ, რომ „ ქართული ოცნება“ სწორედ ამით არის გამორჩეული. მთელი ამ 8 წლის  განმავლობაში ის ორიენტირებულია ადამიანის საჭიროებებზე, მის მოთხოვნებზე და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად წავწიოთ წინ. თუმცა, ბუნებრივია, რესურსები არ არის ამოუწურავი და გაორმაგებული ენერგიით გვჭირდება მუშაობის გაგრძლება იმისათვის, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პანდემიიდან გამომდინარე, შესუსტებული ეკონომიკის აღორძინება. ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის ბოლომდე აღმოფხვრა. ეს იქნება ის თემები, რაზეც უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას. საზოგადოება დაიღალა კინკლაობით, რომელიც მუდმივად ჩანს ტელეეკრანებზე პოლიტიკოსებს შორის. ეს არ აინტერესებს საზოგადოებას.

საზოგადოებას აინტერესებს, პოლიტიკური პარტია როგორი გეგმით წარდგება მის წინაშ. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, წარვადგინოთ კონკრეტული ხედვები, კონკრეტული გეგმები და სწორედ ეს უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ საზოგადოებისგან მივიღოთ მხარდაჭერა. ასეთი პასუხისმგებლობით მივუდგებით ამ არჩევნებს. ეს იქნება ჩვენი კამპანიის მთავარი ხაზი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.​

მსგავსი თემები