გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს შეხვდნენ

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ, შეხვედრას დაესწრო მირიან ნიკოლაძეც.

ირაკლი შოთაძეს ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივების მოთხოვნას უკავშირდება, პროკურორთან გამართულ შეხვედრას არ უკავშირდება.

მირიან ნიკოლაძის თქმითვე, გამოძიების ამ ეტაპზე, არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საქმის ფიგურანტი ექვსეულის ბრალეულობას ამტკიცებს, თუმცა პროკურატურა საქმეში დამატებითი მასალისა და არგუმენტების მოძიებას ცდილობს.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან პირველი არ არის, თუმცა ამჯერად მათ მთავარი პროკურორი თავად შეხვდა და საქმის პირად კონტროლზე აყვანას გაუსვა ხაზი.

მსგავსი თემები