„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს” – სოზარ სუბარი

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პროპორციულ არჩევნებშიც, გავაგრძელებთ იმ ხაზს, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ჩვენ გაკეთებულ საქმეებზე, ასევე გასაკეთებელ საქმეებზეც.“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი აცხადებს რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამოცდილები არიან, შესაბამისად, შეძლებენ წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია, ძალიან გამოცდილია. ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ბიზნესის სფეროდან არის მოსული. თითოეულ მათგანს შეუძლია უზარმაზარი წვლილის შეტანა ქვეყნის და თავისი კუთხის, მაჟორიტარული ოლქის განვითარებაში.

სამგორის რაიონი ერთ-ერთი დიდი უბანია, ძალიან ბევრი მოსახლეობაა. მრავალფეროვანია, ზოგი სოფელიც შემოდის -31-ე ქარხანა, აფრიკის დასახლება, საავიაციო დასახლება, ლილო, ძალიან დიდია. აქ ვცხოვრობდი თითქმის 20 წლის განმავლობაში. ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა, უბანი“,-აცხადებს სოზარ სუბარი.

მსგავსი თემები