დაკავებულია კიდევ 2 პირი ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

ვრცელდება ინფორმაციით კიდევ 2 ადამიანის  დაკავების შესახებ, საქმე ქუთაისში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხება.

მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეზობლების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დღეს, მათ სიახლოვეს იმყოფებოდა სწორედ ბრალდებული და საქმის დეტალებით ინტერესდებოდა.

ცნობისთვის შემთხვევა 18 ივლისს, ქუთაისში მოხდა. არსებული ინფორმაციით 45 წლის ქალმა ურთიერთშელაპარაკების დროს მასპინძელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები