„ქართული ოცნება არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ღირსეულად გაიმარჯვებს“ – დავით ზალკანიანი

„ქართული ოცნება არის ერთიანი გუნდი, რომელიც  დაკომპლექტებულია და დაფუძლებულია პროფესიონალიზმზე, დიდ პასუხისმგებლობასა და  გამოცდილებაზე.  ეს არის უაღრესად გამოცდილი პროფესიონალების გუნდი და დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ წარმატებით გადალახავს ყველა პროცესს, რაც  დაკავშირებულია საარჩევნო კამპანიასთან  და ღირსეულად გაიმარჯვებს“-  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით,  „ქართული ოცნება“ განუხრელად და წარმატებით მიუყვება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს – ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას,  ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, არის მორიგ დადასტურება იმისა, რომ საქართველო  გააგრძელებს ამ მიზნისკენ თანმიმდევრულ სვლას.

„ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის და იქნება შეუქცევადი, რადგანაც 8 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს დადასტურდა ქმედებებით, კონკრეტული საქმიანობით, კონკრეტული ხელშესახები შედეგებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე გაგრძელდება ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც, რადგანაც, მათ შორის, განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები  არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისა, რომ ჩვენ მივდივართ თანმიმდევრულად, ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ჩვენი სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მსგავსი თემები