“COVID-19-ით გარდაცვლილ მე-16 პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა” – ლიკა მუმლაძე

კორონავირუსით გარდაცვლილი დიაგნოზით მე-16 ადამიანი მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

72 წლის კაცი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით სამედიცინო დაწესებულებაში 16 ივლისს გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა, პაციენტს ასევე სხვადასხვა თანდართული ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის,როგორც ექიმები აცხადებენ, შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა.

“გადმოყვანილ იქნა ჩვენთან 16 ივლისს, გამთენიისას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრიდან ე.წ. ინგოროყვას კლინიკიდან, სადაც ის იტარებდა გეგმიურ ჰემოდიალიზს. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, საყურადღებო, დინამიკაში გაუარესდა. ქრონიკული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტერმინალური სტადია, 3-4 წლის განმავლობაში იტარებდა ჰემოდიალიზის სეანსებს, ანუ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებოდა პაციენტი, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია,” – განაცხადა მცხეთის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

Top of Form

Bottom of Form

მსგავსი თემები