„100/40-ზე და ნულოვანი ბარიერი ცუდი იდეა არ არის და მხარს დავუჭერთ” – კახა ძაგანია (ვიდეო)

  •  

„მთავარი ამოცანა რაც იყო პროპორციული არჩევნები, ეს იდეა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ ჩააგდო“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა.

ძაგანიას მიაჩნია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გაცდა ხალხის მოთხოვნას და დიალოგმა სულ სხვა სახე მიიღო. ძაგანია იმ ოპოზიციურ პარტიებსაც აკრიტიკებს, რომლებიც „მისივე ინფორმაციით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში რჩებიან დღემდე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ძალისმიერი მეთოდებით პარლამენტის დაკავებას, ხალხი მიხვდა, რომ მათ არჩევნები კი არა ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი ჰქონდათ ამიტომ არ გამოაყენებინეს თავი მათ იარაღად. ის ოპოზიცია, რომ მათ ჩამოსცილებოდა , ვინც დღეს გვერდით ჰყავთ, იქნებოდა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, სამწუხაროდ ოპოზიციურმა პარტიებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი რჩევა და მთავარი მოთხოვნა – პროპორციული არჩევნები აღარც განიხილება.“ – განაცხადა კახა ძაგანიამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ძაგანია შექმნილ სიტუაციაში ერთადერთ გამოსავლად მრავალპარტიულ არჩევნებს თვლის, რაც მისივე აზრით ნულ პროცენტიანი ბარიერის შედეგად უნდა იყვეს მიღწეული.

„დღევანდელ სიტუაციაში არჩევანი არის ცუდსა და უფრო ცუდს შორის, მაგრამ მივესალმები ნულოვან ბარიერის ძალიან კარგი იდეაა, რადგან სიტუაციის შეცვლის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მრავალპატრიული პარლამენტია. რამდენი ნაკლები მაჟორიტარი იქნება მით უკეთესი. ის  რომ არსებობს  იდეა 100/40 -ზე, უპროცენტო ბარიერის შემთხვევაში ჩვენ მხარს დავუჭერდით ამ მოთხოვნას. საჭიროა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც შეიქმნება ზუსტად ნულოვანი ბარიერიდან, რადგან პატარა პარტიებსაც მიეცეთ შანსი“ – განაცხადა კახა ძაგანიამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მსგავსი თემები