„უგულავა როგორი “პოლიტპატიმარია” ხალხო ნუ გადამრიეთ“ -კახა ძაგანია

„თუ ევროპული სასამართლო რომელიმე მათგანს აღიარებს პოლიტპატიმრად ვაღიარებთ ჩვენც“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა.

ძაგანიასთვის გაუგებარია უგულავას „პოლიტპატიმრად“ მოხსენიება. როგორც პოლიტიკოსი განმარტავს პოლიტპატიმრებად ის ხალხი მოიაზრება, რომლებსაც ევროპული სასამართლო აღიარებდა.

„უგულავა როგორი პოლიტპატიმარია ნუ გადამრიეთ ხალხო,კაცმა 40 მილიონი შეჭამა და ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი დღეს წუხილს გამოთქვამს მისი დაკავების გამო. მანამ სანამ ევროპული სასამართლო არ აღიარებს ამათ, როგორც პოლიტპატიმრებს არ ვაღიარებთ ჩვენს, ასე ხდებოდა შევარდნაძის და სააკაშვილის რეჟიმების დროსაც, იმ პერიოდში იყო უამრავი, ათობით, ასობით პოლიტპატიმარი და ამ ფაქტს ადასტურებდა ევროპული სასამართლოც.“ – განაცხადა კახა ძაგანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები