მომდევნო დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს ტერიტორიზე შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა გაგრძელდება. მათივე პროგნოზით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს

მეტი...

აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარი გამოყო

აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კანონპროექტს მხარი 415-მა სენატორმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ კი მხოლოდ ორი კანონმდებელი გამოვიდა. ახლა დოკუმენტი ხელმოწერისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა. გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის, დახარჯოს იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება. საერთო თანხიდან სამ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული, 2,2 მილიარდი დოლარი კი, დაავადების გავრცელების პრევენციის ზომებზე დაიხარჯება. სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ეს უმსხვილესი ფინანსური…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ, ნდობაზე დაფუძნებულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა. პრეზიდენტის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით…

მეტი...

„პოლიტპატიმრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი და სხვები“- გიორგი ახვლედიანი (ვიდეო)

„პოლიტპატიმრები“ იყვნენ ადამიანები , რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ხედვების გამო და პოლიტიკური რეალობის კრიტიკის გამო იყვნენ ციხეში -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. ახვლედიანს სიტყვა „პოლიტპატიმრების“ განსხვავებული შეფასება აქვს, თუმცა თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში პოლიტიკოსების და ოპონენტების დაკავება არასასიამოვნოა. „პოლიტპატიმრები“ იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი და სხვები, თუმცა ის ფორმები, რომლითაც მოხდა გარკვეული პოლიტიკური ლიდერების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამიტომაც შეფასებითი კონტექსტი არის განსხვავებული. ძალიან ბევრი…

მეტი...

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზონფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური დეზინფექცია მიმდინარეობს. „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა,“ – ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ…

მეტი...

უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, “ახალი კორონავირუსის“ გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. „მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია “კორონავირუსთან” დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში, დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, არდადეგები გამოცხადდა. თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები…

მეტი...

„კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა“ – მარინა ეზუგბაია

„ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველაზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, ნაწილი უკვე გადასულია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი დღეს გადავა. ამ დროისთვის, მხოლოდ 5 პაციენტზეა ტესტი ასაღები.“ -ამის შესახებ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაია პაციენტების ზოგად მდგომარეობას სტაბილურად აფასებს. მისივე ინფორმაციით მხოლოდ ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა რჩება საშუალოზე მძიმე. „9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი იმიტომ, რომ პროგნოზულად მაინც სერიოზულია, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი. დანარჩენი…

მეტი...

„ოპტიმალური 120/30 იქნება, თუმცა 115/35 – საც განვიხილავთ” – გიორგი ახლვედიანი

„თუ ხელისუფლებამ არ შეასრულა პირობა ახლა უკვე უცხოელებთან დაკარგავს ყველანაირ ნდობას, რაც ქვეყნაში სტაბილიზაციას ეჭვქვეშ დააყენებს“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა. ახვლედიანს მიაჩნია, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები შესაძლოა ლეგიტიმურად არ იყვეს მიჩნეული როგორც შიგნით , ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მისივე ინფორმაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის მიერ წამომადგენელი ფორმატიდან უნდა მოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი. „ხელისუფლება გვთავაზობს 110/40, ოპოზიცია 130/20 რეალურად არცერთი არ არის ის იდეალური შეფარდება, რომელზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. ეს უკვე არის საბოლოო…

მეტი...

საქართველოს საკონსულოებში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და ცხელი ხაზის დამატებით ნომრები ამოქმედდება. „იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელის ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ვებ საიტსა და სოციალურ ქსელებში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს. თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და რესპირატორული სიმპტომების დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 112…

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები ორი ოჯახის წევრები არიან

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციით 24 პირია მოთავსებული. 2 ადამიანი გუშინ გვიან რამით შეიყვანეს. 8 მათგანის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით სტაბილურია, როგორც კლინიკაში აცხადებენ გაუმჯობესების დინამიკა შეინიშნება მე-9 ინფიცირებულის შემთხვევაშიც. „24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი – უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, – აცხადებენ კლინიკაში. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 გუშინ დადასტურდა. 6-ვე პირი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. “ გავრცელებული ინფორმაციით,  დაინფიცირებულები არიან ორი ოჯახის წევრები, მათ…

მეტი...

დღეს პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

6 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოსმენა 12:00 საათზე იგეგმება. ვიცე-პრემიერი 2019 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრებს. „მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

მეტი...