საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით, 17:22 საათზე საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაცით, მიწისძვრა დაფიქსირდა რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში.

ეპიცენტრი 24 კილომეტრის სიღრმეში იყო, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ კი, 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი თემები