“სასიხარულოა, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით ზუგდიდის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია ” – ლევან კობიაშვილი მაია ცქიტიშვილს

„სასიხარულოა, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით ზუგდიდის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებული ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი ინფორმაციით, ახლა იქ მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები და ყველაფერი, რაც გასაკეთებელია განხორციელდება ასევე გეგმის მიხედვით“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ლევან კობიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში  ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უეფას მხარდაჭერით, აკადემიის მშენებლობას იწყებს და ეს პროექტის სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება .

„დარწმუნებული ვარ ორივე პროექტი  ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ფეხბურთის განვითარებას“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

პარლამენტის წევრმა ვიცე-პრემიერს კითხვით მიმართა, როდის დაიწყება სამტრედიაში სტადიონის მშენებლობა.

„ჩემი ინფორმაციით, სამტრედიაში გადაწყვეტილია სტადიონის მშენებლობა. თუ შეგიძლიათ ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდეთ.  სამტრედია ნამდვილად საჭიროებს თანამედროვე სტადიონს და  როდის შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი თემები