მსოფლიო მასშტაბით კორონავირუს „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 100 ათასს გადაცდა. საერთო ჯამში, ვირუსს დღემდე 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთის შემდეგ სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია დაინფიცირებული.
„კოვიდ 19“-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ვატიკანში, სერბეთსა და კამერუნში. ვატიკანში დაინფიცირებული ვინაობას არ ასახელებენ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი „კოვიდ 19“ მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.