საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის მთავრობის წარმომადგენლებთან

„სამხრეთ ავსტრალიის შტატში (ქ. ადელაიდა) საქართველოს ელჩის, გიორგი დოლიძის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს“ – ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრები გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის გუბერნატორის მოადგილესთან, ბრენდა უილსონთან და შტატის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებთან, ვინსენტ ტარზიასთან და ტერი სტივენსთან. ამასთან, ელჩმა შეხვედრები გამართა სამხრეთ ავსტრალიის შტატის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან,

ქ.ადელაიდაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სამხრეთ ავსტრალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან, მარტინ ჰეისისთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ ავსტრალიის შტატთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებას. ელჩმა, ავსტრალიურ მხარეს ინფორმ მიაწოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე,კონომიკურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოზე. ავსტრალიური მხრიდან დაფიქსირდა საქართველოსთან კავშირების განმტკიცების სურვილი.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები