„ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის“ – ჯანმო ხელისუფლებებს აფრთხილებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგნიზაცია, მსოფლიო ქვეყნებს „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების სამ სცენარს სთავაზობს და აფრთხილებს, რომ მოემზადონ. „ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, რომ  მოემზადონ სამი სცენარისთვის“ – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ გააკეთა.

რაც შეეხება სამ შესაძლო სცენარს, ჯანმო ვირუსის გავრცელების შემდეგ ვარიანტებს განიხილავს:

„პირველი სცენარი – როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია; მეორე  – როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები და მესამე – როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის. ეს იქნება განხილვის მთავარი თემა, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგადად, საპასუხო ზომები და მზაობა უნდა იყოს კომპლექსური, ჩვენ სხვადასხვა ასპექტები უნდა განვიხილოთ დაწყებული სახელმწიფო კოორდინაციით და კომუნიკაციით, რაც გულისხმობს საავადმყოფოების მზაობას, ჯანდაცვის სისტემის მზაობას, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები