ვატიკანში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ გაავრცელა.

„დღეს ვატიკანის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის დირექციის ამბულატორიაში მომსახურების გაწევა შეწყდა, რათა მოხდეს შენობის სანიტარული დეზინფექცია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა“ – ნათქვამია ბრუნის განცხადებაში.

ვატიკანში ინფიცირებულის ვინაობას არ ასახელებენ. იტალიაში კორონავირუსისგავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი 3 858-ია. გარდაიცვალა 148 ადამიანი.

მსგავსი თემები