„კორონვირუსის“ საფრთხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ცვლილებები სასამართლოებსაც შეეხოთ

  •  

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ხელისუფლება გარკვეულ შეზღუდვებს სასამართლო სისტემისთვისაც არ გამორიცხავს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, იქ, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანი იკრიბება, შესაძლოა, ახალი რეკომენდაციები გამოსცენ.

„ამ კონკრეტულ საკითხზე ამ ეტაპისთვის არ გვიმსჯელია, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში ეპიდემიის რისკები საკმაოდ დაბალია. თუმცა, იცით, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თათბირი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებზე და გავცემთ რეკომენდაციებს. რეკომენდაციები შეეხება არა მხოლოდ სასამართლო სისტემასთან, სხვა სისტემასთან დაკავშირებითაც, სადაც ხდება 100-მდე ადამიანის შეკრება, ან თუნდაც 50 ადამიანამდე შეკრება. ჩვენ რეკომენდაციებს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ვიძლევით ქვეყნის შიგნით მითითებებს“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეკომენდაციები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც გამოსცა და მსოფლიო ქვეყნები „კორონავირუსუს“ გავრცელების 3 სცენარზე გააფრთხილა.

მსგავსი თემები