ხვალიდან, თბილისის რამდენიმე უბანში, ტრანპორტის გადაადგილება შეიზღუდება

მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ და ზეგ, ასევე, 21 და 22 თებერვალს, დედაქალაქის რამდენიმე უბანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”. – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები