ბადრი ჯაფარიძე: ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს

„ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს” , – ასე უპასუხა “თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ლატვიაში ფულის გათეთრებასთან მიმდინარე საქმეზე “თი-ბი-სი ბანკის” შესაძლო კავშირს გულისხმობდა და მისივე ინფორმაციით, „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხებოდა. 


„ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს. ჩვენ ვართ საჯარო კომპანია, ჩვენ ვართ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში და ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილი, რაც თავისთავად არის უპრეცედენტო მიღწევა ქართული კომპანიისთვის, იქ რომ მოხვდეთ, უნდა გაიაროთ ისეთი ტიპის შემოწმება, რომელიც გამორიცხავს არა მხოლოდ ფულის გათეთრებაზე საუბარს, არამედ რამე კანონდარღვევას ან გადაცდომას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მსგავსი თემები