ტიფლისი ამერიკაში – საუკუნის წინ შექმნილი დასახლება

სოციალურ ქსელში, კერძოდ, ჯგუფ “თბილისურ ამარკორდში” გავრცელდა ფოტო, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გრანტის ოლქში, არამუნიციპალური თემის – ტიფლისის არსებობის შესახებ გვამცნობს.

ფოტოს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი სახელით Ioseb Iaseshvili ავრცელებს.
 
“საინტერესოა, ვინ იყო, როდის და რა ბედისწერამ მოახვედრა ამერიკაში ამ დასახლების დამაარსებელი?”, – წერს იგი.

მის კითხვას სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელი, Shio Deme – გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ეს სახელწოდება 1923 წელს დაერქვა დასახლებას, სადაც პირველად, თბილისიდან, საქართველოდან ჩასული ადამიანები დასახლდნენ.  

მსგავსი თემები