ეკოლოგიური კატასტროფა რუსეთში – ორ ქალაქში შავი თოვლი მოვიდა, მიმდინარეობს გამოძიება

პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების მას შემდეგ დაიწყო, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუშალებებში შავი თოვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თოვლი კემეროვოს ოლქის ორ ქალაქში, პროკოპიევსკსა და კისელევსკში, რამდენიმე დღის წინ მოვიდა. 

​როგორც კელეროვის პროკურატურაში აცხადებენ, ეკოლოგიური დაბინძურება პროკოპიევსკის გადამამუშავებელი ფაბრიკიდან ნახშირის მტვერის სახით გამოფრქვევამ გამოწვია. მიმდინარეობს შემოწმება იმის დასადგენად, იყო თუ არა დარღვეული გარემოს დაბინძურების ნორმები.  

იმავდროულად, კელეროვის გუბერნატორის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გადამამუშავებელი ფაბრიკის გარდა, გარემოს დაბინძურების მიზეზი შესაძლოა ქვანახშირის საცავები, ტრანსპორტი და საწარმოები იყოს. 

“გუბერნიის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეიქმნა მსგავსი პრობლემა, სადაც თოვლი მოვიდა. თავის დროზე გაზის ქსელის განვითარება არ იყო მხარდაჭერილი, ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვანახშირს იყენებს, შესაბამისად, მისი წვის შემდეგ რჩება ძალიან ბევრი ნარჩენი, რომელიც  მილების საშუალებით ჰაერში ხვდება და ქუჩებში ილექება”, – აცხადებს მეკეროვოს გუბერნატორის მოადგილე მრეწველობის, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხებში ანდრეი პანოვი. 

მისივე თქმით, შედგა შეხვედრა რეგიონის ქვანახშირის მრეწველობის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები და გარემოზე უარყოფითი შემოქმედების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ქალაქებში შავი თოვლის მოსვლის შესახებ, ვიდეო და ფოტო მასალა, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, ღია ცის ქვეშ მდგარი ავტომობილები, როგორ იფარება შავი თოვლით. მოსახლეობა ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს და შველას ითხოვს. 

თარგმნა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები