თბილისის ქუჩებში უჩვეულო შინაარსის ბანერები გამოჩნდა – სად წავიღოთ ნაგავი?

თბილისის მერიის მხარდაჭერით, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა” (​CENN) USAID -ის დახმარებით დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა. სადაც მითითებულია თუ რა მისამართზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები.

დედაქალაქში უკვე, სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ: PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საინფორმაციო ბანერები განთავსებულია მეტროსადგურ “სამგორთან”, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, “კოკა-კოლას” ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ “ღრმაღელესთან”. ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც.

ნარჩენების სეპარაციის სტენდები, თბილისის მერიის, “თბილსერვის ჯგუფის”, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

მსგავსი თემები