“რატომ უნდა გაზარდო ბავშვი ტოქსიკური წებოთი გაჟღენთილ საწოლში” – დიზაინერი

​ბევრმა არ იცის რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვის საწოლი მისი ჯანმრთელობისთვის, რომელიც ტოქსიკურად მომწამლავი წებოთი, ლაქ-საღებავებით და სხვა დანამატებით არის დამზადებული. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, შვილის ყოლის შემდეგ სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერმა თამარ სისაურმა და მისმა მეუღლემ, ხეზე კვეთის ოსტატმა, ნიკა გელაშვილმა გადაწყვიტეს, თვითონ შეექმნათ ბავშვის ავეჯი, რომელიც გემოვნებიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქნებოდა დამზადებული.

არქიტექტორ-დიზაინერის თამარ სისაურის თქმით, საქართველოს ბაზარზე აქამდე არ არსებობდა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ბავშვის ავეჯი.

“ამ იდეის მთავარი „ავტორი“ ჩვენი შვილია. რეალურად მთავარი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით და ეს იყო მასალა, რომლითაც მზადდებოდა საბავშვო საწოლები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული, შედარებით ხელმისაწვდომი მხოლოდ ე.წ მდფ-ის მასალით დამზადებული საწოლებია, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ჯანმართელობას დროთა განმავლობაში, სერიოზული ზიანის მიაყენოს როდესაც ხის საწოლების განხილვა დავიწყეთ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საწოლის მასალა იმდენად უხარისხოდ იყო დამუშავებული, კონსულტანტები გვაფრთხილებდნენ ხის ჭიის გაჩენის შესახებ. მაგრამ იყო ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ის თუ რა საღებავით და ლაქით იყო დაფარული ეს საწოლები. დაჟინებით ვითხოვდით საღებავის  უსაფრთხოების სერთიფიკატს, რომლებიც ფიზიკურად არ გააჩნდათ, ძალიან გაოცებულები გვიყურებდნენ,”- გვიყვება თამარ სისაური.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ბავშვები იწამლებიან და სხვადასხვა დაავადებებს იძენენ, სწორედ იმ მასალაზე დამზადებული ავეჯია, რომელთანაც მათ ხშირი კონტაქტი აქვთ.

” ბევრჯერ მომისმენია მშობლების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს გაურკვეველი მიზეზებით ინტოქსიკაციის დაუსრულებელი სიმპტომები ქონია და ბოლოს აღმოუჩენიათ, რომ ეს იმ მასალის ბრალია, რომლისგან აწყობილ საწოლშიც სძინავს პატარას… თავიდან თითქოს წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც, მაგრამ ფაქტებმა საწინააღმდეგოში დამარწმუნეს. წარმოგიდგენიათ რა ხდება ამ დროს ბავშვის ორგანიზმში და გამოვლენილი სიმპტომების გარდა, კიდევ რა სავალალო შედეგი შეიძლება დადგეს. დღეს, როცა ონკოლოგიური დაავადებების ბუმია, რატომ უნდა გაატარებინო საკუთარ შვილს დროის ყველაზე დიდი მონაკვეთი, იმ ტოქსიკური და კანცეროგენული წებოთი გაჟღენთილ ავეჯთან,”- აცხადებს არქიტექტორ-დიზაინერი თამარ სისაური.


მსგავსი თემები