შსს-მ, მსუბუქი ავტომანქანის მოპარვის მცდელობის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.

მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები