ერთ დღეში, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით 830 000 ადამიანი დაინფიცირდა

​კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით იზრდება.  ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში ვირუსით 830 000 ადამიანი დაინფიცირდა და 12 900 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა 44% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღრიცხეს. დაავადებულთა რაოდენობით ბოლო დღე-ღამეში მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ხოლო მესამეა ევროპა.

დღევანდელი მაჩვენებლებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების მხრივ აშშ ლიდერობს.  მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე – ბრაზილია.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში გავრცელებული ვირუსის ახალი, კომბინირებული შტამი მსოფლიოსთვის ახალი თავსატეხი გახდა.

მსგავსი თემები